სახელოსნო6 ნაბიჯი

სამუშაო და ნაწილები შეკვეთაში

შეკვეთის სტრიქონები ორი სახისაა: სამუშაო და ნაწილები. ყოველ სტრიქონს აქვს რაოდენობა და ფასი, ნაწილს კი თვითღირებულებაც, რომ მოგება სწორად დაითვალოს. ინვოისი მხოლოდ დადასტურებული სტრიქონებიდან იქმნება.

ვისთვის:მიმღები, მენეჯერი და მფლობელი
  • მფლობელი
  • მენეჯერი
  • რეცეფცია

ნაბიჯები

  1. ნაბიჯი 1: გახსენით შეკვეთა

    მარცხენა მენიუში აირჩიეთ „შეკვეთები“ და დააჭირეთ საჭირო მანქანას. შეკვეთის გვერდზე ნახავთ განყოფილებას „სამუშაო და ნაწილები“, ორი ჯგუფით: „სამუშაო“ და „ნაწილები“.

  2. ნაბიჯი 2: დაამატეთ სამუშაო

    ჯგუფში „სამუშაო“ დააჭირეთ „სამუშაოს დამატება“. ველში „სამუშაო“ აირჩიეთ სერვისი სიიდან ან ჩაწერეთ თავად. სიიდან არჩეული სერვისი ფასს თავად ჩასვამს. შეამოწმეთ „რაოდ.“ და „ფასი“ და დააჭირეთ „დამატება“.

    დაამატეთ სამუშაო: ეკრანის სურათი
  3. ნაბიჯი 3: დაამატეთ ნაწილი

    ჯგუფში „ნაწილები“ დააჭირეთ „ნაწილის დამატება“. ველში „ნაწილი“ ჩაწერეთ დასახელება, შემდეგ „რაოდ.“, „ფასი“ (რასაც კლიენტი იხდის) და „თვითღირ.“ (რაში იყიდა სერვისმა). დააჭირეთ „დამატება“.

    დაამატეთ ნაწილი: ეკრანის სურათი
  4. ნაბიჯი 4: აირჩიეთ, სჭირდება თუ არა დასტური

    თუ სამუშაო კლიენტთან უკვე შეთანხმებულია, მონიშვნა „კლიენტს სჭირდება დასტური“ დატოვეთ ცარიელი. თუ ჯერ კლიენტმა უნდა თქვას თანხმობა, მონიშნეთ. ასეთი სტრიქონი გამოჩნდება ნიშნით „ელოდება დასტურს“ და კლიენტს გაეგზავნება დასადასტურებლად.

  5. ნაბიჯი 5: შეამოწმეთ ჯამი

    ცხრილის ბოლოს ჩანს ჯამები: „სამუშაო“, „ნაწილები“, „დადასტურებული ჯამი“ და, თუ არის, „ელოდება დასტურს“. ინვოისში მოხვდება მხოლოდ დადასტურებული ჯამი.

    შეამოწმეთ ჯამი: ეკრანის სურათი
  6. ნაბიჯი 6: წაშალეთ შეცდომით დამატებული სტრიქონი

    სტრიქონის ბოლოს დააჭირეთ ურნის ხატულას („სტრიქონის წაშლა“). შეტყობინებაში „სტრიქონი წაიშალა“ დააჭირეთ „დაბრუნება“, თუ სტრიქონი უკან გჭირდებათ.

რჩევები

  • ფასი შეიყვანეთ ციფრებით, მაგალითად 50 ან 49.90. ლარის ნიშანი თავად ემატება.
  • თვითღირებულებას ხედავენ მხოლოდ მფლობელი და მენეჯერი. ხელოსანი ფასებს საერთოდ ვერ ხედავს.
  • ნაწილები ჯერ თავისუფალი ტექსტით იწერება, საწყობის ნაშთის გარეშე.
  • ყოველი დამატება და წაშლა ჩაიწერება შეკვეთის „ისტორია“-ში.
  • ჩაბარებული ან გაუქმებული შეკვეთა დახურულია და მის სტრიქონებს ვეღარ შეცვლით.
ყველა ინსტრუქცია