დახმარება

მოგვწერეთ: support@junto.ge. მიუთითეთ თქვენი ნომერი ან ელფოსტა, სერვისის სახელი და რა მოხდა.

მანქანის მფლობელებს

SMS კოდი არ მოდის
შეამოწმეთ ნომერი (+995 და ცხრა ციფრი). ახალი კოდის მოთხოვნა 60 წამის შემდეგ შეიძლება; სამი არასწორი კოდის შემდეგ ნომერი 15 წუთით იბლოკება.
ჩემს მანქანას ან ვიზიტს ვერ ვხედავ
აპლიკაცია აჩვენებს სერვისებს, რომელთა კლიენტების სიაშიც თქვენი ნომერია. თუ სერვისს თქვენი სხვა ნომერი აქვს, სთხოვეთ შეცვალოს.
ვიზიტის გადატანა ან გაუქმება
მთავარი → ვიზიტი → გადატანა ან გაუქმება. ან დაურეკეთ სერვისს.
გადახდის შესახებ
ბარათით გადახდა სერვისის ბანკში ხდება. თანხის დაბრუნებაზე ან ქვითარზე მიმართეთ სერვისს.

სერვისებს

პროგრამაში შედით app.junto.ge-ზე. პროგრამასა და გამოწერაზე დახმარებისთვის მოგვწერეთ: support@junto.ge.

ანგარიშის წაშლა

აპლიკაციაში: პროფილი → ანგარიშის წაშლა → დადასტურება. ანგარიში, მისი პარამეტრები, შესვლის კოდები და შეტყობინებების ტოკენები მაშინვე იშლება და ყველა ტელეფონზე გამოხვალთ.

აპლიკაციის გარეშე: მოგვწერეთ support@junto.ge და მიუთითეთ ნომერი. ნომერს SMS კოდით დავადასტურებთ და ანგარიშს 30 დღეში წავშლით.

რჩება: ჩანაწერები, რომლებსაც სერვისები თქვენს ვიზიტებზე ინახავენ (ვიზიტები, ინვოისები), რადგან ისინი სერვისის აღრიცხვას სჭირდება. მათ წასაშლელად მიმართეთ სერვისს. იმავე ნომრით ხელახლა შესვლა ახალ ანგარიშს შექმნის.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 11.10.2026